- ,,მარჯვენასაც კი მოვიჭრიდი, ოღონდაც ორივე ხელი მქონოდა.”
- ,,ქუჩაში ჩანგალს თუ წააწყდე, აიღე.”
- ,,ბევრის დანახვა უბრალო ყურებით შეიძლება.”
- ,,იქ აღარავინ დადის. ნამეტანი ბევრი ხალხია.”
-,,ფიქრის დროს ყურადღებას ვერ ვძაბავ.”
- ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ.”
- ,,ჩემი შვილებისთვის ენციკლოპედიის ყიდვას არ ვაპირებ. დაე, ჩემსავით სკოლაში იარონ.”
- ,,ჩვენი საქმე წასულია, სამაგიეროდ კარგად ვილხენთ.”
- ,,იმ ტყუილის ნახევარი, რომელსაც ჩემზე ლაპარაკობენ, სიცრუეა.”
- ,,ახლანდელ ხუთცენტიანს ათცენტიანის ფასიც აღარ აქვს.”
- ,,ეს დეჟა ვუს გავს. აი, ისევ დამთავრდა.”
- ,,არ დამთავრდება, სანამ არ დამთავრდება.”
- ქ-ნი ლინდსეი: ,,მართლაც ჩინებურად გამოიყურებით.” იოგი ბერა: ,,გმადლობთ, არც თქვენ ხარ ნამეტანი მიმზიდველი.”
- ,,სამყარო უნაკლო რომ იყოს, ნაკლი არ ექნებოდა.”